მოსკოვის ცსკა-ს ოფიციალურ საიტზე გაჩნდა პუბლიკაცია, რომელიც გვამცნობს, რომ გუნდმა მოსამზადებლი ეტაპი უკვე დაიწყო.

ცხადია, პირველ დღეებში, ევროპაში გართულებული ფრენების გამო, შემადგენლობა სრულად არაა შეკრებილი. ცნობილია ისიც, რომ გუნდს მოგვიანებით შეუერთდება მთავარი მწვრთნელი, ბერძენი დიმიტრის იტუდისი. მას კორონავირუსი აღმოაჩნდა და საბერძნეთში მკურნალობს.

ადგილობრივი კალათბურთელების გვერდით ვარჯიშობს ლატვიელი იანის შტრელნიექსი, რომელიც სამშობლოდან მოსკოვში საკუთარი მანქანით ჩავიდა. ხოლო თორნიკე შენგელიას დანიშნულების ადგილამდე მისაღწევად ერთი ტრანსპორტი საკმარისი არ აღმოჩნდა. იგი საქართველოდან ჯერ ვლადიკავკაზში ჩავიდა, იქიდან კი მოსკოვში გადაფრინდა.

  • 11 აგვისტოდან თორნიკე თავის ახალ კლუბთან ერთად ვარჯიშობს. უახლოესი ოფიციალური მატჩი 23 სექტემბერს ვითიბი ლიგაზე ყაზახეთში  „ასტანას“ წინააღმდეგ ელის.0პ

დატოვე კომენტარი

გთხოვთ შეიყვანოთ თქვენი კომენტარი!
შეიყვანეთ თქვენი სახელი აქ