ეროვნული საკალათბურთო ასოციაცია (NBA) განიხილავს მომდევნო სეზონის დაწყების რამდენიმე ვარიანტს, იგეგმება 2020-21 წლების ჩემპიონატის პირველი დეკემბერს დაწყება.

ასოციაცია მიზნად ისახავს რეგულარული ჩემპიონატის ყველა მატჩის ჩატარებას მაყურებელთა შესაძლო მაქსიმალური რაოდენობით. ამასთან დაკავშირებით, ახალი სეზონი, შესაძლოა, 2021 წლის 18 იანვარს დაიწყონ.

შეგახსენებთ, რომ 2019-20 წლების სეზონის რესტარტის შემდეგ, საკალათბურთო მატჩები ქალაქ ორლანდოს „დისნეის“ კომპლექსში იმართება. პლეი ოფის სტარტი 17 აგვისტოსთვის არის დანიშნული

დატოვე კომენტარი

გთხოვთ შეიყვანოთ თქვენი კომენტარი!
შეიყვანეთ თქვენი სახელი აქ