საქართველოს ნაკრების ყოფილი კალათბურთელი ვიქტორ სანიკიძე თორნიკე შენგელიას გადაწყვეტილებას გამოეხმაურა.

მოგეხსენებათ, თითქმის გადაწყვეტილია, რომ შენგელია კარიერას “ცსკა”-ში ითამაშებს.

“ქართველი ხალხის ნაწილის ასეთი რეაქცია მოსალოდნელი იყო. ამ გუნდში მე და მარკოიშვილიც ვთამაშობდით, მაგრამ სპორტსა და პოლიტიკას ყოველთვის ვმიჯნავ.

თორნიკე ნამდვილი კაპიტანი და პატრიოტია, რომელსაც სამშობლო უყვარს და მოხარული ვარ, რომ ის ცსკა-ში ითამაშებს, რადგან თოკო ევროპაში ერთ-ერთი გამორჩეული კალათბურთელია.

როცა ცსკა-ში ვთამაშოდი, პოლიტიკური კუთხით საერთოდ არაფერს განვიხილავდით, რადგან მთლიანად სპორტზე ვიყავით გადართული”, – ამბობს სანიკიძე.

დატოვე კომენტარი

გთხოვთ შეიყვანოთ თქვენი კომენტარი!
შეიყვანეთ თქვენი სახელი აქ