ინდიანა პეისერსმა გოგა ბითაძე მთავარ გუნდში დააბრუნა.
როგორც ცნობილია, ინდიანამ ქართველი ცენტრი გუშინ G ლიგის გუნდში გაუშვა. ჩვენებურმა პირველივე მატჩში  35 წყთში 26 ქულა, 14 მოხსნა, 4 გადაცემა, 3 დაფარება და 2 ჩაჭრა გააკეთა აღსაღნიშნავია ის ფაქტი რომ მატჩი 0 ჯარიმით დაასრულა. აღნიშნული პერფორმანსის შემდეგ, ინდიანამ ბითაძე კვლავ მთავარ გუნდში დააბრუნა.

ბოლო თამაშებში გუნდის მთავარი მწვრთნელი, ნეიტ მაკმილანი ბითაძეს დიდი სათამაშო დროით არ ანებივრებდა, რის გამოც მისი სტატისტიკაც მწირი იყო. დიდი ალბათობით, მისი დაბალი დონის ლიგაში დაქვეითების მიზეზიც ეს იყო.

დატოვე კომენტარი

გთხოვთ შეიყვანოთ თქვენი კომენტარი!
შეიყვანეთ თქვენი სახელი აქ