ბოლო დროს აქტუალური თემა თორნიკე შენგელიას მოსკოვის ცსკაში გადასვლა გახდა. ქართველი მოსახლეობის აზრი იყოფა – არიან ადამიანები, რომელიც თორნიკეს ამ ნაბიჯს კარიერულად ამართლებენ, მაგრამ არის საზოგადოება, რომელსაც საქართველოს ნაკრების კაპიტნის ხილვა რუსული არმიის კლუბში არ სურს.

მიუხედავად იმისა, რომ ევროპული გავლენიანი საინფორმაციო პორტალები ჩვენებურს უკვე ცსკას სასტარტო ხუთეულში ხედავს და ყველაფერი გადაწყვეტილად მიაჩნიათ, რუსული მედიისთვის, ჯერ ყველაფერი საუბრის დონეზეა.

ვნახოთ რას წერს იქაური პრესა:

_ ცსკაში რამდენიმე საინტერესო ტრანსფერი მოხდა. ასევე იყო საუბარი გუნდში საქართველოს ნაკრებისა და ბასკონიის ვარსკვლავის, თორნიკე შენგელიას მისვლაზე. თუ მილუტინოვი ახლა იწყებს ევროპული დიდებისკენ გზას, 28 წლის ქართველი ფორვარდი სრულყოფილი ვარსკვლავია. თოკომ, ისევე როგორც ალექსეი შვედმა, NBA-ში თამაშიც მოასწრო. თუმცა, ოკეანის გაღმა გადაწყვიტა, რომ სჯობს ევროპაში იყოს ერთ-ერთი საუკეთესო, ვიდრე შტატებში სათადარიგოთა სკამზე იჯდეს.

შენგელია – ბომბია, მაგრამ მის ცსკაში გადასვლას რამდენიმე ნიუანსი უშლის ხელს.

ცსკას ახალი ხელშეკრულებები სპონსორზეა დამოკიდებული, რომელიც კომპანია „ნორნიკელი“ არის. ნორილსკში მომხდარი ავარიის შემდეგ კი, კომპანიის აქციები მკვეთრად დაეცა, პლუს კორონავირუსი და საერთო ვარდნა ეკონომიკაში – ეს ყველაფერი დაფინანსების შემცირებისკენ მიდის. კლუბმა უკვე ბევრი დახარჯა მილუტინოვის მიყვანაში და ჯეიმსის კონტრაქტის გაგრძელებაში. ახლა უკვე ბასკონიას უნდა გადაუხადონ თანხა, რადგან შემგელიას მოქმედი კონტრაქტი აქვს კლუბთან და უფასოდ ცსკაში გადასვლა არ შეუძლია. ამასთან, თოკო თავადაც აცხადებს, რომ ვიტორიაში თავს მშვენივრად გრძნობს.

ცხადია, მთავარი საკითხი პოლიტიკური ფაქტორიც იქნება – საქართველოში შენგელიას ცსკაში გადასვლას ყველა დადებითად არ აფასებს. ამასთან, წინ ევროპის ჩემპიონატის, რომელიც საქართველოში უნდა გაიმართოს. პლუს, ელემენტარული პირობები – მოსკოვსა და თბილისს შორის პირდაპირი ავიარეისებიც კი არ არის…

ჩვენი მხრივ შეგახსენებთ, რომ შენგელია ესპანეთის ჩემპიონატის ფინალშია და ხვალ სატიტულო მატჩში ბარსელონას დაუპირისპირდება.

დატოვე კომენტარი

გთხოვთ შეიყვანოთ თქვენი კომენტარი!
შეიყვანეთ თქვენი სახელი აქ