ესპანეთის საკალათბურთო ჩემპიონატის გაამრჯვებულის ვინაობა ბარსელონასა და ბასკონიას შორის გაირკვევა. თორნიკე შენგელიას ლიდერობით, „ბასკონიამ“ ტურნირის ნახევარფინალში  „ვალენსიას“ დაძაბულ ბრძოლაში 75:73 სძლია და პირველად არსებობის ისტორიაში ჩემპიონის ტიტულის მოპოვების შანსი აქვს.

საქართველოს ნაკრების კალათბურთელი  და „ბასკონიას“ კაპიტანი სასტარტო ხუთეულში იყო, საერთო ჯამში პარკეტზე 26 წუთზე მეტი დაჰყო და გუნდს 17 ქულით შეეწია. თოკომ ასევე 4 მოხსნა, 1 პასი და 1 ჩაჭრა მიითვალა.

ფინალში, როგორც უკვე ავღნიშნეთ, „ბასკონიას“ მეტოქე „ბარსელონა“ იქნება, რომლებმაც თავისმხრივ „ბურგოსს“ 98:84 სძლიეს.

ესპანეთის ჩემპიონატის გადამწყვეტი მატჩი 30 ივნისს გაიმართება.

დატოვე კომენტარი

გთხოვთ შეიყვანოთ თქვენი კომენტარი!
შეიყვანეთ თქვენი სახელი აქ