ზურაბ საკანდელიძე დაიბადა 1945წლის 9აგვისტოს,ქუთაისში.

ზურაბმა თამაში 12წლის ასაკში დაიწყო.თავიდან კონკრეტული პოზიცია არ ჰქონდა,მწვრთნელი ყველა პოზიციაზე ავარჯიშებდა.

მას მალევე გაუმართლა რადგან სულიკო თორთლაძის ხელში აღმოჩნდა.სულიკოს არაერთი ლეგენდარული კალათბურთელი გაუზრდია.იგი ძალიან მკაცრი იყო,ვარჯიშის გაცდენის უფლებას არავის მისცემდა.პირველი წარმატება მან ქუთაისის გუნდში მიაღწია.
15 წლის თბილისის „დინამოში” ვარჯიშობდა , პარალელურად კი საქართველოს ახალგაზრდულ ნაკრებში თამაშობდა. დინამოელებთან ერთად ყოფნა მისთცის ცხოვრებისეული გაკვეთილი იყო – ყოველ დღე რაღაცას სწავლობდა.

ზურაბ საკანდელიძისა და მიხეილ ქორქიას ყველაზე დიდ წარმატებად და უმთავრეს მატჩად მიუხენში გამართული ოლიმპიადის ფინალი მიაჩნიათ.ზურაბი ამბობდა რომ ოლიმპიური ოქრო ათჯერ მოგებულ მსოფლიოს და ევროპის ოქროს გადაწონიდა.

ჯილდოები,პრემიები დაპრიზები:
1973 – ევროპის ჩემპიონატი, ბრინჯაოს პრიზიორი
1972 – მიუნხენის ოლიმპიური თამაშები, ჩემპიონი
1971 – ევროპის ჩემპიონი
1970 – მსოფლიოს ბრინჯაოს პრიზიორი
1969 – სსრკ თასის მფლობელი
1969 – ევროპის ჩემპიონი
1968 – მეხიკოს ოლიმპიური თამაშები, ბრინჯაოს პრიზიორი
1967 – საქართველოს წლის საუკეთესო სპორტსმენი
1967 – მსოფლიოს ჩემპიონი
1967 – ევროპის ჩემპიონატი, საუკეთესო მცველი
1967 – ევროპის ჩემპიონი
1965 – ევროპის ჩემპიონი
სსრკ სპორტის დამსახურებული ოსტატი
ვახტანგ გორგასლის I ხარისხის ორდენი
ღირსების ორდენი

დატოვე კომენტარი

გთხოვთ შეიყვანოთ თქვენი კომენტარი!
შეიყვანეთ თქვენი სახელი აქ