მაიკლ ჯორდანსა და „ჩიკაგო ბულსზე“ გადაღებული დოკუმენტური ფილმის ბოლო ორი ეპიზოდი ინტერნეტში უკვე ყველასთვის ხელმისაწვდომია. მეხუთე ეპიზოდი გულშემატკივრებისთვის განსაკუთრებით ემოციური უნდა გამოდგეს, რადგან ეს ნაწილი მაიკლ ჯორდანისა და კობი ბრაიანტის ურთიერთობაზე მოგვითხრობს.

პირველად კობი მაიკლს 19 წლის ასაკში, ყველა ვარსკვლავის მატჩზე შეხვდა.

„ეს პატარა ბიჭი ლეიკერსიდან ერთი ერთზე ნებისმიერ მეტოქეს დაამარცხებს. ის არ დაელოდა სანამ მასთან თამაში მივიდა, თავად გადაწყვიტა მოედანზე გასვლა და იმის აღება რაც ეკუთვნის“, – აცხადებს ჯორდანი

„უკანასკნელ ცეკვაში“ კობი ბრაიანტი მაიკლ ჯორდანზე საუბრობს

„მე გავიზარდე მაიკლის თამაშების ყურებაში და ახლა კი შანსი მაქვს მის წინააღმდეგ ვითამაშო. ახლა ნამდვილად მაქვს შესაძლებლობა, რომ რეალური სიძლიერე და სისწრაფე ჩემი თვალებით ვნახო“, – ამბობს ბრაიანტი.

„როდესაც მე ლიგაში მოვედი არავინ ვიყავი. მაიკლი უკვე დიდი ვარსკვლავი იყო, მე კი მხოლოდ ერთი ბიჭი ვიყავი, რომელიც საჯარიმოებს აცილებდა. მინდა გითხრათ, რომ მაიკლის დარიგებების გარეშე მე ჩემპიონის ტიტულის მოპოვებას ვერ მოვახერხებდი. მე ძალიან მაინტერესებდა თუ როგორ ისროდა ის ბურთს ჰაერში დატრიალების შემდეგ, აქედან გამომდინარე მე მას ეს შეკითხვა დავუსვი და მან დიდებული პასუხი გამცა, დეტალური პასუხი, რომელმაც ბევრი მასწავლა“ – აცხადებს კობი „უკანასკნელ ცეკვაში“.

დატოვე კომენტარი

გთხოვთ შეიყვანოთ თქვენი კომენტარი!
შეიყვანეთ თქვენი სახელი აქ