საქართველოს კალათბურთელთა ეროვნული ნაკრების ყოფილი წევრი, თბილისის დინამოსა და ბათუმის ბასკოში საქართველოს არაერთგზის ჩემპიონი, ასაკობრივი ნაკრების მწვრთნელი ირაკლი მაისურაძე 2 დღის წინ მომხდარი ხანძრის გამო უსახლკაროდ დარჩა.

აღნიშნულთან დაკავშირებით სოციალურ ქსელში მიმართვა ვრცელდება:

“საკალათბურთო სამყაროსა და არა მხოლოდ სპორტის ამ სახეობის წარმომადგენლებო, შეძლებისდაგვარად დავეხმაროთ ირაკლი მაისურაძის განსაცდელში ჩავარდნილ ოჯახს, რათა ნაწილობრივ მაინც დაიბრუნოს მისმა ოჯახმა ცხოვრებისთვის საჭირო აუცილებელი პირობები”.

ანგარიშის ნომ: თიბისი ბანკი GE10TB7102645061100035 ლარი GE87TB7102636615100002 დოლარი
მიმღები პირი: ირაკლი მაისურაძე”.

დატოვე კომენტარი

გთხოვთ შეიყვანოთ თქვენი კომენტარი!
შეიყვანეთ თქვენი სახელი აქ