პანდემიის გამო მსოფლიოში ყველაფერი შეჩერებულია, მათ შორის რათქმაუნდა NBA-იც. წელს განსაკუთრებული სეზონი გვქონდა! დასავლეთი უძლიერესი, დაცემული გოლდენი, ლოს ანჯელესის ორი გუნდი, და შედარებით სუსტი აღმოსავლეთი. წელს ენბიეში ბოლო წლებში ალბათ ყველაზე საინტერესო პლეიფოებს ველოდით. გოლდენი 5 წლიანი დომინირების შემდეგ ისვენებს. ისვენებენ სტეფი და კლეი. ისინი შემდეგ სეზონში დაბრუნდებიან.

დასავლეთში ორი უძლირესი წარმომადგენელი ჰყავს ლოს ანჯელესს. ლებრონი და ეიდი-ლეიკერსი.             კავაი და პოლ ჯორჯი-კლიპერსი.    ორივე ეს გუნდი წელს მთავარი ფავორიტები იყვნენ და არიან. ლებრონი ვალდებულია რომ ჩემპიონობა მოიპოვოს და ეს ყველაფერი მან კობის უნდა მიუძღვნას. თუმცა მეორე მხარეს არიან სერიული მკვლელები რომლებსაც აქვთ შეტევაც და და დაცვაც. არ დაგვავიწყდეს ჰიუსტონი რომელსაც ცენტრი არ ჰყავს. თუმცა იმ გუნდში არიან რასი და ჰარდენი. ისინიც იბრძოლებდნენ თუმცა პლეიოფში კლიპერსთან და ლეიკერსთან ძალიან გაუჭირდებათ. აღმოსავლეთში გამოკვეთილი ფავორიტი იანისი და მილუოკი არიან. იქვეა ბოსტონი, მაიამი და ტორონტოც. NBA უნდა დაბრუნდეს რადგან მსგავსი სეზონი ბევრი არ გვექნება, წელს უამრავი ფავორიტი გვყავს რომლისგანაც საუკეთესო აუცილებლად უნდა გამოვლინდეს!!!!

დატოვე კომენტარი

გთხოვთ შეიყვანოთ თქვენი კომენტარი!
შეიყვანეთ თქვენი სახელი აქ