ცნობილი გახდა, რომ ამერიკის ეროვნული საკალათბურთო ასოციაციის ხელმძვანელობამ გუნდებს ოფიციალური წერილები გაუგზავნა, რომელშიც მითითებულია, რომ ლიგის ყველა გუნდი შეხვედრების უმაყურებლოდ ჩატარებისთვის უნდა მოემზადოს.

ასევე, ლიგამ გუნდებს მოსთხოვა, რომ მათ დაადგინონ აუცილებელი პერსონალის რაოდენობა, შემდეგ კი მათი სია გადააგზავნონ. საქმე ეხება ადგილობრივ თანამშრომლებს, რომლებიც შეხვედრების ცარიელ ტრიბუნებზე ჩატარების შემთხვევაში დარბაზში დაიშვებიან.

NBA გეგმავს, რომ კალათბურთელებსა და ადგილობრივ პერსონალს შემოწმება ადგილზევე ჩაუტარონ, რათა მატჩი ყველანაირი რისკის გარეშე ჩატარდეს.

დატოვე კომენტარი

გთხოვთ შეიყვანოთ თქვენი კომენტარი!
შეიყვანეთ თქვენი სახელი აქ