ევროლიგის 24_ე ტურში ბასკონიამ შინ ლიონის ვილერბანსი მიიღო და ანგარიშით 79:65 მოუგო.

როგორც ყოველთვის თორნიკე შენგელია სასტარტო ხუთეულში იყო, ბასკონიას კაპიტანმა 28:18 წუთი ითამაშა. მის ანგარიშზე 15 ქულა (1 სამქულიანი), 9 მოხსნა (3 მეტოქის ფარზე) და 2 პასია. მარგი ქმედების კოეფიციენტით (15).

მეტ ჯენინგი სკამიდან ჩაერთო თამაშში, მან 28:37 წუთში 10 ქულა (3 სამქულიანი), 5 მოხსნა და 2 პასი შესძინა გუნდს.

ამ გამარჯვებით ბასკონია მე-14 ადგილზე გადაინაცვლა. მომდევნო ტურში ბასკონია ჟალგირისს უმასპინძლებს. თამაში  21 თებერვალს გაიმართება.

დატოვე კომენტარი

გთხოვთ შეიყვანოთ თქვენი კომენტარი!
შეიყვანეთ თქვენი სახელი აქ