ალბათ ყველამ ვიცით რომ კობი ბრაიანტი ავიაკატასტროფაში გარდაიცვალა.
ლეგენდარულმა კალათბურთელმა სოციალურ ქსელში უკანასკნელი პოსტი “ლეიკერსის” ლიდერს, ლებრონ ჯეიმსს მიუძღვნა.
“გააგრძელე წინსვლა. უდიდესი პატივისცემა ჩემს ძმას!” – ეს პოსტი დაწერა უკანასკნელად კობიმ ოფიციალურ Twitter-ზე.
შეგახსენებთ რომ ლებრონ ჯეიმსმა საერთო ჯამში აღებული ქულებით კობი ბრაიანტს გადაასწრო.