• სამ. აპრ 13th, 2021

ზურაბ საკანდელიძისა და მიხეილ ქორქიას სახელობის მემორიალის გამარჯვებული რუსთავი გახდა

ზურაბ საკანდელიძისა და მიხეილ ქორქიას სახელობის მემორიალის გამარჯვებული საკალათბურთო კლიბი რუსთავი გახდა.
ანატოლი ბოისას გაწვრთნილმა რუსთაველებმა ქუთაისში გამართულ ფინალურ მატჩში კაკტუსი დამატებით დროში – 89:86 დაამარცხეს და მიმდინარე სეზონში პირველი ტიტული მოიპოვეს. ✌️
მემორიალის საუკეთესო უკანახაზელად კაკტუსელი მაიკ დევისი დასახელდა ხოლო საუკეთესო ფორვარდის პრიზი რუსთაველ საბა ლობჯანიძეს ერგო.

რუსთაველთა კაპიტანი გოგა ცეკვავა საკანდელიძე-ქორქიას სახელობის თასით საქართველოს კალათბურთის ეროვნული ფედერაციის პრეზიდენტმა – პაატა გურასპაულმა დააჯილდოვა

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.