საქართელოს ეროვნული ნაკრების წევრი, დუდა სანაძე პორტუგალიის თასის მფლობელია. “ოლივეირენშემ”, რომელმაც ნახევარფინალში “სპორტინგს” 93:88 სძლია, ფინალურ მატჩში “ბენფიკას” 83:81 აჯობა და თასი მოიპოვა.

სანაძე ორივე შეხვედრაში გამორჩეული იყო. ნახევარფინალურ შეხვედრაში ქართველი კალათბურთელი სასტარტო შემადგენლობაში იყო და 35:29 წუთში 14 ქულა, 1 მოხსნა, 1 პასი და 3 ჩაჭრა მოაგროვა. დუდამ 10-დან 4 ორქულიანი, 6-დან 1 სამქულიანი და 5-დან 3 საჯარიმო ჩააგდო, ბურთი 2-ჯერ დაკარგა, 4-ჯერ დაუფარეს, ამდენივე პერსონალური ფოლი მიიღო, მის წინააღმდეგ კი 3-ჯერ დაჯარიმდნენ.

სანაძე ფინალურ მატჩში 17 ქულით ბომბარდირი გახდა. დუდამ 22:02 წუთში 6-დან 4 ორქულიანი და 6-დან 3 სამქულიანი ჩააგდო, აქტივში 1 მოხსნა, 1 პასი და 1 ჩაჭრაც ჰქონდა, პასივში კი – 2 დაკარგვა და 4 პერსონალური ჯარიმა.

შეგახსენებთ, რომ “ოლივეირენშე” პორტუგალიის ბოლო 2 წლის ჩემპიონია და მიმდინარე გათამაშებაში მე-4 ადგილზე იმყოფება. სანაძის გუნდს სწორედ ის გუნდები უსწრებენ, რომლებიც თასის გათამაშებაში მონაწილეობდნენ – პორტო, ბენფიკა და სპორტინგი.

გთავაზობთ სანაძის კომენტარს, რომელიც ქართველმა კალათბურთელმა თასის მოგების შემდეგ ქართულ მედიასთან გააკეთა:

დუდა სანაძე: ლისაბონურ კლუბებთან 2 რთული მატჩი ჩავატარეთ, მაგრამ სპორტინგთან უფრო გაგვიჭირდა, რადგანაც მატჩის მოსაგებად ორი ოვერტაიმი დაგვჭირდა. ვიცოდით, რომ ჩემპიონები იოლად ვერ გავხდებოდით.

ოლივეირენშე ზედიზედ 2 წელია პორტუგალიის ჩემპიონი ხდება. ლისაბონურ კლუბებს ჯობნის, თუმცა მარტივად არაფერი მოდის.

პორტუგალიის ჩემპიონატში პირველი 4 გუნდი ძალიან ძლიერია: ბენფიკა, ოლივეირენშე, პორტო და სპორტინგი. დანარჩენი კლუბები შედარებით სუსტები არიან, თუმცა ამ 4 გუნდის ხარჯზე დონე მაინც მაღალია. რა თქმა უნდა, წლევანდელი მიზანიც ჩემპიონობაა.

 

სტატია მომზადებულია gbf.ge მიერ.

დატოვე კომენტარი

გთხოვთ შეიყვანოთ თქვენი კომენტარი!
შეიყვანეთ თქვენი სახელი აქ