• ოქტომბერი 26, 2021 12:44 pm

VIDEO:დრამატული მატჩი სტამბულში – შენგელიამ ბრწყინვალე თამაშით ცსკა-ს ჩემპიონთან გამარჯვება მოუპოვა

ევროლიგის მეორე ტურში ცსკა-მ სტამბულში ტურნირის ჩემპიონი „ანადოლუ ეფესი“ 100:96 დაამარცხა.

 

პირველი მეოთხედი სტუმართა უპირატესობით მიმდინარეობდა, 10 ქულითაც დაწინაურდნენ, პირველი ტაიმი კი 51:46 მოიგეს. მეოთხე მეოთხედში ცსკა 12 ქულით გაიჭრა წინ, მაგრამ მასპინძლებმა ანგარიშის 2 ქულამდე შემცირება მოახერხეს და ვითარება უკიდურესად დაიძაბა. სწორედ ბოლო წუთზე ჩააგდო თორნიკე შენგელიამ 4 ქულა და თავის გუნდს გამარჯვება მოუპოვა.

 

საერთოდაც, ალბათ, შენგელიამ ცსკა-ში თავისი საუკეთესო მატჩი ჩაატარა: 32:29 წუთში 23 ქულა (5-დან 5 ორქულიანი, 3-დან 2 ორქულიანი, 8-დან 7 საჯარიმო), 4 მოხსნა და 3

პასი მიითვალა, მისი სარგებლიანობის კოეფიციენტი კი 29 იყო და მატჩის MVP გახდა.

 

ცსკა-ში შენგელიას შემდეგ ყველაზე შედეგიანები იყვნენ: უილ კლაიბერნი (18 ქულა), იოჰანეს ფოიგტმანი (17) და გაბრიელ ლუნდბერგი (17). ამ შეხვედრაში კი ყველაზე მეტი სტამბულელთა სერბმა ლეგიონერმა ვასილიე მიციჩმა ჩააგდო – 32.

 

ცსკა-მ პირველი გამარჯვება მოიპოვა და 12 ოქტომბერს „ზენიტს“ უმასპინძლებს.

152 thoughts on “VIDEO:დრამატული მატჩი სტამბულში – შენგელიამ ბრწყინვალე თამაშით ცსკა-ს ჩემპიონთან გამარჯვება მოუპოვა”