• პარ. აგვ 6th, 2021

გიორგი შერმადინი ესპანეთის ჩემპიონატის წლის საუკეთესო კალათბურთელი გახდა

საქართველოს ეროვნული ნაკრებისა და ,,ტენერიფეს” კალათბურთელი გიორგი შერმადინი ესპანეთის ჩემპიონატის 2020/21 წლის საუკეთესო კალათბურთელად აღიარეს.

საუკეთესო კალათბურთელის გამოსავლენად გამოკითხვაში მონაწილეობას ესპანეთის პირველობის („ლიგა ენდესა“) მოთამაშეები, მწვრთნელები და ჟურნალისტები იღებდნენ.

გამოკითხვაში მონაწილეობის უფლება ასევე გულშემატკივრებს
,,Instagram”-ისა Tweeter-ის გვერდებზე ჰქონდათ.

გიორგი შერმადინმა ჯამში 19 621 ხმა მიიღო და მეორე ადგილზე გასულ მადრიდის ,,რეალის” კალათბურთელ ედი ტავარესს 71 81 ხმით გაუსწრო.
კაპო ვერდელმა 12 440 ხმა დაიმსახურა.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.