• სექტემბერი 19, 2021 5:24 pm

ევრობასკეტის წილისყრა დასრულდა – საქართველოს მეტოქეები ცნობილია

რამდენიმე წუთის წინ ევრობასკეტ 2022-ზე საქართველოს ნაკრების მეტოქეები გაირკვნენ.

გერმანიის დედაქალაქ ბერლინში გამართულ კენჭისყრის შედეგად დადგინდა, რომ საქართველოს ნაკრები ტურნირზე A ჯგუფში მოხვდა.
კონტინენტის პირველობაზე ჩვენი გუნდის მეტოქეები
ესპანეთის, რუსეთის, თურქეთის, ბელგიის და ბულგარეთის ნაკრებები იქნებიან.
A ჯგუფის ყველა შეხვედრა თბილისში გაიმართება.

წილისყრაში მონაწილეობა სხვა ლეგენდარულ კალათბურთელებთან ერთად ვიქტორ სანიკიძემაც მიიღო.

კენჭისყრის დაწყებამდე კომენტარი, ასევე საქართველოს კალათბურთის ფედერაციის ვიცეპრეზიდენტმა ვლადიმერ ბოისამ გააკეთა.

საქართველოს გარდა ევროპის ჩემპიონატს ჩეხეთი, იტალია და გერმანია უმასპინძლებს.

კენჭისყრის შედეგები ასეთია:

A
საქართველო
ესპანეთი
რუსეთი
თურქეთი
ბელგია
ბულგარეთი

B ჯგუფში
გერმანია
საფრანგეთი
ლიეტუვა
სლოვენია
უნგრეთი
ბოსნია

C ჯგუფი
იტალია
საბერძნეთი
ხორვატია
უკრაინა
დიდი ბრიტანეთი
ესტონეთი

D ჯგუფი
ჩეხეთი
სერბეთი
პოლონეთი
ფინეთი
ისრაელი
ნიდერლანდები

კონტინენტის პირველობა 2022 წლის 1-18 სექტემბერს გაიმართება. ჯგუფური ეტაპის მატჩები 4 ქვეყანაში – გერმანიაში (კიოლნი), საქართველოში (თბილისი), ჩეხეთსა (პრაღა) და იტალიაში (მილანი) ჩატარდება, ხოლო ფლეი-ოფის  ეტაპს გერმანიის დედაქალაქი ბერლინი უმასპინძლებს.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.