• პარ. აგვ 6th, 2021

თორნიკე შენგელიას ,,ცსკა” ევროლიგის ოთხთა ფინალში გავიდა

თორნიკე შენგელიას ,,ცსკამ” ევროლიგის ოთხთა ფინალში თამაშის უფლება მოიპოვა.

მოსკოველებმა სტამბულის
,,ფენერბაჰჩეს” მე-3 შეხვედრაშიც დაამარცხეს და 1/4 ფინალური სერია პირწმინდად, 3:0 მოიგეს.

,,ცსკამ” სტუმრად, თურქულ კლუბს დამაჯერებლად, 85:58 სძლია.

თორნიკე შენგელია მოსკოვური გუნდის სასტარტო ხუთეულში იყო და პარკეტზე 26:37 გაატარა.
საქართველოს ნაკრების კაპიტანმა 6 ქულა, 4 მოხსნა და 1 პასი დააგროვა.

მატჩის MVP ,,ცსკას” ამერიკელი კალათბურთელი უილ კლაიბურნი გახდა. მან 34 ქულა მიითვალა.

თორნიკე შენგელიას გუნდი ევროლიგის ჩემპიონობისთვის ბრძოლას აგრძელებს.
მის გარდა ჯერჯერობით საუკეთესო ოთხეულში ადგილი სხვა გუბდს არ მოუპოვებია.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.