• პარ. აგვ 6th, 2021

დუდა სანაძის ,,ბორაცმა” ადრიატიკის ლიგაში ადგილი შეინარჩუნა

საქართველოს ნაკრების კალათბურთელის დუდა სანაძის კლუბმა ,,ბორაცმა” ადრიატიკის ლიგაში შინ, ხორვატულ ,,ციბონასთან” 77-82 წააგო.

სერბეთში გამართულ მატჩში დუდა სანაძემ 24:32 წუთი ითამაშა და ამ დროის განმავლობაში 9 ქულა, 2 მოხსნა და 3 პასი მიითვალა.

,,ბორაცმა” სეზონი  8 მოგებითა და 18 მარცხით მე-11 პოზიციაზე დაასრულა და ABA ლიგაში ადგილი შეინარჩუნა.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.