• პარ. აგვ 6th, 2021

გიორგი შერმადინის 22 ქულა და მატჩის MVP წოდება ყოფილი გუნდის წინააღმდეგ

ესპანეთის საკალათბურთო ჩემპიონატში გიორგი შერმადინმა თავისი ყოფილი გუნდის ,,უნიკახას” წინააღმდეგ შესანიშნავად ითამაშა.

ქართველმა ცენტრმა მატჩი კანარის კუნძულების გუნდის სასტარტო ხუთეულში დაიწყო და პარკეტზე 23:35 წუთი გაატარა.
ამ დროის განმავლობაში შერმადინმა 22 ქულა და 3 მოხსნა მიითვალა.
გიორგის სარგებლიანობის კოეფიციენტმა 27 შეადგინა. ქართველი კალათბურთელი შეხვედრის საუკეთესო მოთამაშე MVP გახდა.

,,ტენერიფემ” მალაგის ,,უნიკახას” 79:61 მოუგო და 26 მოგების წილ, 4 მარცხით ACB ლიგაში მე-3 ადგილზე იმყოფება.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.