• ნოემბერი 29, 2021 11:53 am

სუპერლიგის რეგულარული სეზონის დასკვნითი მატჩი ქუთაისში

დღეს 18 აპრილს გაიმართა სუპერლიგის რეგულარული სეზონის დასკვნითი მატჩი ქუთაისსა და რუსთავში შორის.
შეხვედრის პირველი წუთები ქუთაისელთა კარნახით წარიმართა გრძელიძემ მეტოქეთა კალათში 2 ზუსტი სამ ქულიანი მოათავსა ზედიზედ და ქუთაისი (6:2) დააწინაურა.
პირველი მეოთხედის ქუთაისელების დიდი უპირატესობით დასრულდა (33:22) მაგრამ ისიც უნდა ვთქვათ რომ ქონდათ სამწამიანში პრობლემები და თითქმის ყველა ქულა ტიტებმა სამწამიანიდან აიღეს.
მეორე მეოთხედიც სუსტად დაიწყო ქუთაისმა სამ წამიანში.მაგრამ მალევე გამოასწორა ყ რლაფერი კოტე ტუღუშის გუნდმა და მეორე მეოთხედში (44:27) დაწინაურდნენ.
შეხვედრის პირველი ნახევარი ქუთაისელების კარნახით წარიმართა და საბოლოოდ (57:37) დასრულდა.

შეხვედრის მესამე მეოთხედში ქუთაისლებთა უპირატესობით დაიწყო რასაც მანუჩარ მარკოიშვილის სწრაფი ტაიმაუტი მოყვა.
მესამე მეოთხედი (84:56) დასრულდა ქუთაისელთა სასარგებლოდ.
შეხვედრის ბოლო მეოთხე მეოთხედში კოტე ტუღუშმა პარკეტზე ახალგაზრდა კალადბურთელებს მისცა დრო.შეხვედრის დასრულებამდე 3 წუთით ადრე ტიტებმა სხვაობა 10 ქულამდე შეამცირეს და მატჩში დაბრუნდნენ.
საბოლოოდ მატჩი ქუთაისის გამარჯვებით 102:93 დასრულდა.

 

 

📷 ფოტო: მირიან ჩხეიძე

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.