• შაბ. ივლ 31st, 2021

13 ქულა – გოგა ბითაძემ NBA-ში შესანიშნავად ითამაშა

NBA-ს რეგულარული პირველობაზე ,,იუტა ჯაზის” წინააღმდეგ მატჩში ,,ინდიანა პეისერსის” ქართველმა კალათბურთელმა ბრწინვალედ ითამაშა და ამერიკულ კარიერაში ერთ-ერთი საუკეთესო შეხვედრა ჩაატარა.

ბითაძემ ,,ჯაზმენებთან” ორთაბრძოლაში 13 ქულა დააგროვა.
თან ქართველმა ცენტრმა ეს ყველაფერი მხოლოდ
12:25 წუთში შეძლო.
გოგამ 13 ქულას, 4 მოხსნაც დაუმატა.

ბითაძის კარგი თამაშის მიუხედავად, ,,ინდიანა პეისერსი” სტუმრად, დასავლეთ კონფერენციის ლიდერ ,,იუტა ჯაზთან” 111:119 დამარცხდა და
26 მოგების წილ, 29 მარცხით აღმოსავლეთ კონფერენციაში მე-9 ადგილზე გახლავთ.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.