• ოქტომბერი 18, 2021 10:01 pm

თორნიკე შენგელიამ 11 ქულა დააგროვა -,,ცსკამ” ევროლიგის რეგულარული ჩემპიონატი ლიდერის რანგში დაასრულა

ევროლიგაზე რეგულარული ჩემპიონატი დასრულდა.

ბოლო ტურის შეხვედრაში თორნიკე შენგელიას ,,ცსკამ” მოსკოვში,
,,პანათინაიკოსს” უმასპინძლა და ბერძნული კლუბი 93:86 დაამარცხა.

შენგელია რუსული კლუბის სასტარტო ხუთეულში იყო და 27:29 წუთში 11 ქულა, 6 მოხსნა, 2 პასი და 1 ჩაჭრა დააგროვა.

შეხვედრაში ყველაზე მეტი 19 ქულა ,,ცსკას” დანიელმა კალათბურთელმა გაბრიელ ლუნდბერგმა დააგროვა. უილ კლაიბერნნა 18 ქულა მიითვალა.

ელადური კლუბიდან 15 ქულით და 5 მოხსნით
კიიოანის პაპარეტრუ გამოირჩა.

,,ცსკამ” რეგულარული ჩემპიონატი ლიდერის რანგში 24 მოგებითა და 10 მარცხით დაასრულა.

თორნიკე შენგელიას გუნდი ევროლიგის ფლეი-ოფში თურქულ ,,ფენერბაჰჩეს” დაუპირისპირდება.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.