• სექტემბერი 16, 2021 9:10 pm

გიორგი შერმადინის 15 ქულა ,,სამეფო კლუბთან” მატჩში

ესპანეთის საკალათბურთო ჩემპიონატის მატჩში გიორგი შერმადინის ,,ტენერიფე” მადრიდში, ,,რეალს” დაუპირისპირდა.

შეხვედრა დაძაბული და საინტერესო გამოდგა.
ლიდერმა ,,რეალმა” კანარის კუნძულელებს 8-ქულიანი სხვაობით 84:76 სძლია.

გიორგი შერმადინმა ,,სამეფო კლუბის” წონააღმდეგ 21:06 წუთი ითამაშა.
ქართველმა ცენტრმა 15 ქულა, 6 მოხსნა და 1 პასი მიითვალა.

მატჩის MVP ,,რეალის” არგენტინელი კალათბურთელი ნიკო ლაპროვიტოლა გახდა.
სამხრეთ ამერიკელმა 21 ქულა, 3 მოხსნა და 9 პასი მოაგროვა.

,,ტენერიფედან” კი ყველაზე მეტი 23 ქულა ბრაზილიელმა მარსელო უერტასმა ჩააგდო.

,,ტენერიფე” ACB ლიგაში 23 მოგებითა და 6 მარცხით მე-3 ადგილზე იმყოფება.

,,რეალი” კი 29 მოგებითა და მხოლოდ ერთი წაგებით ესპანეთის ჩემპიონატის ერთპიროვნული ლიდერია.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.