• სამ. მაი 11th, 2021

ტად მაკფადენის 21 ქულა და ,,სან პაბლო ბურგოსის” მიჯრით მე-4 მარცხი

ესპანეთის საკალათბურთო ჩემპიონატში ტად მაკფადენის ,,სან პაბლო ბურგოსმა”  მიჯრით მე-4 მატჩი წააგო.

,,სან პაბლო ბურგოსმა” ამჯერად,
,,ფუენლაბრადასთან” 83:89 დამარცხდა.

საქართველოს ნაკრების კალათბურთელმა შესანიშნავად ითამაშა. ტად მაკფადენმა 25:39 წუთში 21 ქულა და 2 პასი მიითვალა.

,,სან პაბლო ბურგოსს” 17 მოგების წილ, 10 მარცხი აქვს და სატურნირო ცხრილში მე-6 პოზიციას იკავებს.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.