• შაბ. ივლ 31st, 2021

,,რეალმა” ,,ბარსელონა” კალათბურთშიც დაამარცხა

ესპანეთის საკალათბურთო ჩემპიონატის 30-ე ტურში ერთმანეთს მტერ-მეტოქეები ,,ბარსელონა” და ,,რეალი” დაუპირისპირდნენ.

ელ კლასიკო ძალიან დაძაბი გამოდგა. შეხვედრის ბედი ბოლო წამებზე გადაწყდა.

,,რეალმა” კატალონიურ გრანდს ბარსელონაში, 87:85 სძლია.

,,ბარსელონადან” ყველაზე მეტი 21 ქულა ამერიკელმა კორი ჰიგინსმა დააგროვა.
მატჩის MVP კი კატალონიელთა ბერძენი კალათბურთელი ნიკ გალატესი გახდა. ელადელმა 18 ქულა, 3 მოხსნა და 4 პასი მიითვალა.
ნიკოლა მიროტიჩმა 17 ქულა ჩააგდო.

,,რეალიდან” 13 ქულით რუდი ფერნანდესი გამოირჩა.
12 ქულას თავი არგენტინელმა ნიკო ლაპროვიტოლამ მოუყარა.
უსმან გარუბამ და სერბმა ტრისტან ვუკჩევიჩმა 11-11 ქულა მოიპოვეს.

,,რეალი” 28 მოგების წილ, 1 მარცხით ACB ლიგის ერთპიროვნული ლიდერია.
,,ბარსელონა” 25 გამარჯვებითა და 4 წაგებით მე-2 საფეხურზე გახლავთ.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.