• სექტემბერი 16, 2021 10:31 pm

გიორგი შერმადინის 25 ქულა და მატჩის MVP წოდება ესპანეთის მატჩში

ესპანეთის საკალათბურთო ჩემპიონატში გიორგი შერმადინმა შესანიშნავად ითამაშა.

,,ტენერიფესა” და ,,ესტუდიანტესის” დაპირისპირებაში ქართველმა კალათბურთელმა საუკეთესო მოთამაშის პრიზი დაიმსახურა.

გიორგი შერმადინმა 17:24 წუთი ითამაშა და ამ დროის განმავლობაში 25 ქულა, 5 მოხსნა და 1 პასი მიითვალა.

შერმადინის სარგებლიანობის კოეფიციენტმა 32 შეადგინა და მატჩის MVP გახდა.

კანარის კუნძულელებმა მეტოქეს 101:77 მოუგეს.

,,ტენერიფეს” ACB ლიგაში 25 მოგება და 5 მარცხი აქვს.
შერმადინის გუნდი მე-3 ადგილზე იმყოფება.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.