• შაბ. აპრ 17th, 2021

გიორგი შერმადინმა ტად მაკფადენი ესპანეთის ჩემპიონატშიც დაამარცხა

ესპანეთის ჩემპიონატის 27-ე ტურის შეხვედრაში ერთმანეთს გიორგი შერმადინის ,,ტენერიფე” და ტად მაკფადენის ,,სან პაბლო ბურგოსი” დაუპირისპირდნენ.

ამ გუნდებმა რამდენიმე დღის წინ ჩემპიონთა ლიგაზე ითამაშეს და იქ კანარის კუნძულელებმა მეტოქე გაანადგურეს.

,,ტენერიფემ” ამჯერადაც გაიმარჯვა.
შერმადინის გუნდმა სტუმრად, 98:86 მოიგო.

გამარჯვებული გუნდის ლიდერმა გიორგი შერმადინმა 17:13 წუთი
ითამაშა.
ქართველმა ცენტრმა 12 ქულა და 2 პასი მიითვალა.

ტად მაკფადენმა კი 24:12 წუთში თავი 12 ქულას მოუყარა.

,,ტენერიფე” 22 მოგებითა და 5 მარცხით სატურნირი ცხრილში მე-3 ადგილზე იმყოფება.
,,სან პაბლო ბურგოსი” კი 17 მოგების წილ, 9 მარცხით მე-5 პოზიციას იკავებს.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.