NBA-ს რეგულარული პირველობის შეხვედრაში გოგა ბითაძემ შედეგიან გადაცემებში ამერიკულ კარიერაში პირადი მაჩვენებელი გააუმჯობესა.
,,ინდიანას” ცენტრმა ,,ჩიკაგო ბულსთან” მატჩში 6 პასი მიითვალა.
ქართველს კალათბურთელს მისი კონკურენტის ლიეტუველი დომანტას საბონისის არ ყოფნაში მწვრთნელებმა სოლიდური სათამაშო დრო 18:39 წუთი მისცეს.
ჩვენებურმა ამ დროის განმავლობაში 4 ქულა, 3 მოხსნა და ზემოთნახსენები 6 პასი დააგროვა.
,,ინდიანა პეისერსმა” კი
,,ჩიკაკო ბულსთან” 97:113 წააგო და აღმოსავლეთ კონფერენციაში 22 მოგების წილ, 27 მარცხით მე-9 ადგილზე იმყოფება.