• შაბ. ივლ 31st, 2021

თორნიკე შენგელიას ,,ცსკა” კონკურენტ ,,ზენიტთან” დამარცხდა

VTB ლიგის მატჩში ერთმანეთს ტურნირის ჩემპიონობისთვის მებრძოლი გუნდები სანქტ-პეტერბურგის ,,ზენიტი” და თორნიკე შენგელიას ,,ცსკა” დაუპირისპირდნენ.

სანქტ-პეტერბურგში გამართულ შეხვედრაში მასპინძლებმა დაძაბულ ბრძოლაში 81:77 გაიმარჯვეს და ლიდერობა გაიმყარეს.

თორნიკე შენგელიამ 33:23 წუთი ითამაშა. საქართველოს ნაკრების კაპიტანმა 10 ქულა, 3 მოხსნა და 2 პასი დააგროვა.

შესანიშნავად, იასპარეზეს ,,ცსკას” კალათბურთელებმა გერმანელმა იოჰანეს ვოგტმანმა და ამერიკელმა უილ კლაიბურნმა.
ორივე მათგანმა 19 ქულა მიითვალა.

კლაიბურნმა კი 19 ქულას, 7 მოხსნაც მიუმატა და მატჩის MVP გახდა.

,,ცსკას” VTB ლიგაში 21 მოგება და 15 მარცხი გააჩნია.
შენგელიას გუნდი მე-3 ადგილზე იმყოფება.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.