• ოთხ. აპრ 14th, 2021

გოგა ბითაძის 8 ქულა და ,,ინდიანას” გამარჯვება ,,სან ანტონიოსთან”

NBA-ს რეგულარული პირველობის მატჩში გოგა ბითაძის ,,ინდიანა პეისერსმა” სტუმრად, ,,სან ანტონიო სპურსი” დაძაბულ ბრძოლაში 139:133 დაამარცხა.

გოგა ბითაძე მწვრთნელებმა 14:38 წუთი ათამაშეს.
ქართველმა ცენტრმა 8 ქულა, 7 მოხსნა და 1 პასი მიითვალა.

გოგას თანაგუნდელმა კარი ლევერტმა ყველაზე მეტი 26 ქულა დააგროვა.

,,სან ანტონიოდან” ორმაგი დუბლი კელდონ ჯონსონმა შეასრულა. მან 20 ქულა და 10 მოხსნა მოიპოვა.
მისმა თანაგუნდელმა დემარ დეროზანმა თავი 25 ქულას მოუყარა.

,,ინდიანა პეისერსს” 22 მოგება და 26არცხი აქვს.
გოგა ბითაძის გუნდო აღმოსავლეთ კონფერენციაში მე-9 ადგილზე იმყოფება.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.