საქართველოს ნაკრების კალათბურთელმა თორნიკე შენგელიამ ევროლიგაზე მორიგი დამაჯერებელი შეზვედრა ჩაატარა და მოსკოვის ,,ცსკას” გამარჯვებაში დაეხმარა.
მოსკოვის ,,მეგასპორტ არენაზე” გამართულ შეხვედრაში ,,ცსკამ” მოსკოვურ დერბიში ,,,ხიმკი” 25-ქულიანი სხვაობით 97:72 გაანადგურა.
შენგელიამ 20:21 წუთში 11 ქულა, 4 მოხსნა და 3 პასი მიითვალა.
მატჩის MVP ,,ცსკას” გერმანელი კალათბურთელი იოჰანეს ვოიგტმანი გახდა. მან 16 ქულა, 9 მოხსნა და 1 პასი დააგროვა.
თორნიკეს თანაგუნდელებიდან გამორჩეული თამაში დანიელმა იფე ლუნდბერგმა ჩაატარა.
სკანდინავიელმა 17 ქულა ჩააგდო.
,,ცსკას” ევროლიგაზე 22 მოგება და 10 წაგება აქვს.
შენგელიას გუნდი მე-2 ადგილზე იმყოფება და ფლეი-ოფის საგზური უკვე დაბევებული აქვს.