• ნოემბერი 29, 2021 12:43 pm

ტად მაკფადენის ,,სან პაბლო ბურგოსი” ჩემპიონთა ლიგის 1/4 ფინალში გავიდა

ჩემპიონთა ლიგის J ჯგუფის შეხვედრაში საქართველოს ნაკრების კალათბურთელის ტად მაკფადენის გუნდმა ,,სან პაბლო ბურგოსმა” ბოსნია&ჰერცოგოვინას კლუბ ,,იგელკოას” 83-71 სძლია.

მაკფადენმა პარკეტზე 23:27 წუთი გაატარა. მან 7 ქულა, 1 მოხსნა და 2 პასი მიითვალა.

,,სან პაბლო ბურგოსმა” ამ გამარჯვებით თავი 9 ქულას მოუყარა და გიორგი შერმადინის
,,ტენერიფესთან” ერთად ჩემპიონთა ლიგის 1/4 ფინალში ოფიციალურად, გავიდა.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.