• შაბ. აპრ 17th, 2021

ტად მაკფადენმა ესპანეთის ჩემპიონატში გაიბრწყინა

საქართველოს ნაკრების კალათბურთელმა ტად მაკფადენმა ესპანეთის ჩემპიონატში შესანიშნავად ითამაშა და მატჩის MVP დამსახურებულად გახდა.

,,სან პაბლო ბურგოსის” გამთამაშებელმა მალაგას ,,უნიკახასთან” შეხვედრაში პარკეტზე 27:43 წუთი გაატარა და ამ დროის განმავლობაში 26 ქულა, 1 მოხსნა და 9 პასი მიითვალა.

ტად მაკფადენის სარგებლიანობის კოეფიციენტი 33 გახლდათ. ეს კი ორივე გუნდიდან საუკეთესო მაჩვენებელი იყო.

,,სან პაბლო ბურგოსმა” სტუმრად, ,,უნიკახას” 101:93 სძლია და ACB ლიგის სატურნირი ცხრილში მე-5 ადგილზე გადავიდა.
საქართველოს ნაკრების კალათბურთელის გუნდს 17 მოგება და 7 მარცხი გააჩნია.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.