• შაბ. ივლ 31st, 2021

გიორგი შერმადინის 21 ქულა და MVP-ს ტიტული ესპანეთის ჩემპიონატში

ესპანეთის საკალათბურთო ჩემპიონატჩი გიორგი შერმადინმა შესანიშნავი შეხვედრა ჩაატარა.

,,ტენერიფეს” ცენტრმა
,,ვალენსიასთან” დაპირისპირებაში 24:10 წუთში 21 ქულა, 7 მოხსნა, 2 ჩაჭრა და 1 დაფარება მიითვალა.

შერმადინის სარგებლიანობის კოეფიციენტმა 32 შეადგინა.
საქართველოს ნაკრების კალათბურთელი მატჩის MVP ანუ საუკეთესო მოთამაშე გახდა.

,,ტენერიფემ” მეტოქე 90:86 დაამარცხა და 20 მოგების წილ, 5 მარცხით ABC ლიგაში მე-4 ადგილზე იმყოფება.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.