• შაბ. აპრ 17th, 2021

თორნიკე შენგელიას 15 ქულა და ,,ცსკას” დამაჯერებელი გამარჯვება კონკურენტთან VTB ლიგაში

VTB ლიგაში თორნიკე შენგელიას მოსკოვის ,,ცსკამ” უშუალო კონკურენტი ყაზანის ,,უნიქსი” 16-ქულიანი სხვაობით 102:86 გაანადგურა.

შენგელიამ პარკეტზე 25:26 წუთი დაჰყო და ამ დროის განმავლობაში 15 ქულა, 2 მოხსნა და 2 პასი მიითვალა.

მოსკოველთაგან ორმაგი დუბლი გერმანელმა იოჰანეს ვოიგმანმა შეასრულა. მან 11 ქულა, 11 მოხსნა და 7 პასი დააგროვა.

,,ცსკადან” ყველაზე მეტი 24 ქულა უილიამ კლაიბურნმა ჩააგდო.

,,ცსკას” VTB ლიგაში 15 მოგების წილ, 5 მარცხი გააჩნია და ,,უნიქსთან” ერთად II-III ადგილებს იყოფს.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.