წარუმატებელი გამოდგა ესპანეთის ჩემპიონატის მორიგი ტური გიორგი შერმადინის “ტენერიფე იბეროსტარისთვის”. კუნძულელებმა წააგეს, თუმცა ქართველი თავისიანთაგან კვლავ საუკეთესო იყო.

ლიგა ენდესას მე-15 ტურში ტენერიფე სტუმრად ვალენსიას შეხვდა და დაძაბულ ბრძოლაში – 91:98 დანარცხდა. ქართველ ცენტრს თამაში სასტარტო ხუთეულში არ დაუწყია, თუმცა ის მალევე გამოჩნდა მოედანზე და ტენერიფელთაგან საუკეთესო შედეგიც დააფიქსირა.

გიორგიმ მოედანზე 25:59 წუთი გაატარა და 17 ქულა, 5 მოხსნა (2 შეტევაში) და 1 პასი მოაგროვა.
ქართველმა ლეგიონერმა 13-დან 7 სამქულიანი და 3-ვე საჯარიმო ჩააგდო, სამქულიანი ააცილა, ბურთი ერთხელ დაკარგა, 2 პერსონალური ფოლი მიიღო, მის წინააღმდეგ კი ერთბაშად 8-ჯერ დაჯარიმდნენ.

ტენერიფელებს 9 მოგება და 6 მარცხი მოუგროვდათ და სატურნირო ცხრილში მე-4 ადგილი შეინარჩუნეს, მომდევნო მატჩს კი 5 იანვარს, შინ, ფუენლაბრადასთან ჩაატარებენ.

სტატია მომზადებულია gbf.ge მიერ.

დატოვე კომენტარი

გთხოვთ შეიყვანოთ თქვენი კომენტარი!
შეიყვანეთ თქვენი სახელი აქ