გიორგი ცინცაძისა და მიხეილ ბერიშვილის ალ შამალმა ყატარის საკალათბურთო ჩემპიონატის მორიგ ტურში ბოლო ადგილზე მყოფ ალ სადს სტუმრად 83:71 მოუგო, რაშიც ქართველმა ლეგიონერებმა დიდი როლი ითამაშეს.

მიხეილ ბერიშვილმა შეუცვლელად ითამაშა, ორამაგი დუბლი შეასრულა და შეხვედრის გმირიც გახდა. 40:00 წუთში მიხეილის მონაგარი 26 ქულა, 10 მოხსნა, 4 პასი და 4 ჩაჭრა იყო.

გიორგი ცინცაძეც, რომელმაც 37:06 წუთში 13 ქულა, 4 მოხსნა, 6 პასი და 4 ჩაჭრა მიითვალა.

ალ შამალმა ექვს ტურში 4 მოგება მოაგროვა და სატურნირო ცხრილში მე-4 ადგილზე იმყოფება, მომდევნო მატჩს კი, 1 იანვარს, შინ, ერთ-ერთ ლიდერ ყატარ სპორტთან ჩაატარებს.

დატოვე კომენტარი

გთხოვთ შეიყვანოთ თქვენი კომენტარი!
შეიყვანეთ თქვენი სახელი აქ