საკალათბურთო ჩემპიონთა ლიგაზე ,,ტენერიფეს” ქართველმა ცენტრმა გიორგი შერმადინმა შესანიშნავად, ითამაშა და კანარის კუნძულების გუნდის გამარჯვებაში დიდი წვლილი შეიტანა.
ბოსნია&ჰერცოგოვინულ კლუბ ,,იგოკეასთან” მატჩში შერმადინმა პარკეტზე 20:10 წუთი გაატარა.
გიორგიმ 21 ქულა და 3 მოხსნა მიითვალა.
ქართველი კალათბურთელის სარგებლიანობის კოეფიციენტმა 20 შეადგინა, რაც მისი გუნდიდან საუკეთესო მაჩვენებელი იყო.
,,ტენერიფეს” J ჯგუფში 3 მოგების წილ, ერთი მარცხი აქვს და ერთპიროვნული ლიდერია.
კანარის კუნძულელებს ჩემპიონთა ლიგის 1/4 ფინალში გასვლა ფაქტობრივად, განაღდებული აქვთ.