• კვი. აპრ 11th, 2021

თორნიკე შენგელიას 18 ქულა და ,,ცსკას” გამარჯვება VTB ლიგაში

თორნიკე შენგელიას ,,ცსკამ” VTB ლიგაში სტუმრად, ესტონური კლუბი ,,კალევი” 22-ქულიანი სხვაობით 94:72 გაანადგურა.

საქართველოს ნაკრების კაპიტანმა პარკეტზე 19:25 წუთი გაატარა და ამ დროის განმავლობაში 18 ქულა და 2 მოხსნა მიითვალა.

ამ გამარჯვების შემდეგ ,,ცსკას” 14 მოგება და 5 მარცხი აქვს.
თორნიკე შენგელიას კლუბი სატურნირო ცხრილში მე-3 ადგილზე იმყოფება.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.