• შაბ. აპრ 17th, 2021

40 წლის წინ გაუჩინარებული კალათბურთელი გამოჩნდა

40 წლის წინ გაუჩინარებული კალათბურთელი ჩარლზ ტომასი, რომელიც ყველას გარდაცვლილი ეგონა, გამოჩნდა. ამის შესახებ ინფორმაციას Marca ავრცელებს.

 

ჩარლზი ესპანეთში სათამაშოდ 1968 წელს ჩავიდა, კერძოდ „ბარსელონაში“ ამერიკელი კალათბურთელის გარდაცვალების შესახებ ინფორმაცია 1980-იანი წლების დასაწყისში გავრცელდა.

 

ჩარლზ ტომასის შესახებ ბევრი სხვადასხვა ვერსია არსებობდა, ერთ-ერთი ასეთით ის ნიუ-იორკში ბანდებს შორის კრიმინალურ შეტაკებას ემსხვერპლა.

 

სიმართლეს ნათელი რამდენიმე დღის წინ მოეფინა. ტომასის ყოფილი თანაგუნდელი პალაუ კარმაიკლი შვილთან ერთად ავტომობილით გადაადგილდებოდა, როდესაც უცნობმა ქალმა დაურეკა და უთხრა, რომ მასთან საუბარი სურდა ჩარლზ ტომასს, ეჭვები კი მას შემდეგ გაიფანტა, როდესაც გაუჩინარებულმა ვეტერანმა სპორტსმენმა ყოფილ თანაგუნდელს უპასუხა.

 

როგორც გაირკვა, 75 წლის ჩარლზი ტეხასის შტატში მოხუცთა თავშესაფარში ცხოვრობდა.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.