ბექა ბურჯანაძის გრან კანარიამ ესპანეთის ჩემპიონატის მე-15 ტურში სან პაბლო ბურგოსს უმასპინძლა და მეტოქეს დაძაბულ ბრძოლაში 3 ქულით, 92:89 მოუგო. ბურჯანაძეს ”გრან კანარია არენაზე” სათამაშოდ 24 წუთი მიეცა, რა დროშიც 10 ქულასა და 3 მოხსნას მოუყარა თავი. ქართველმა ფორვარდმა 5-დან 4 ორქულიანი და 4-დან  2 საჯარიმო მიითვალა.

გრან კანარია ამ დროისთვის 16 ქულით მე-7 ადგილზეა და მომდევნო ტურში რეალ ბეტისს შეხვდება.

დატოვე კომენტარი

გთხოვთ შეიყვანოთ თქვენი კომენტარი!
შეიყვანეთ თქვენი სახელი აქ