დღეს 29 დეკემბერს გაიმართა NBA-ის მორიგი ტურის შეხვედრა სადაც ერთმანეთს დენვერ ნაგეტსი და მემფის გრიზლისი დაუპირისპირდა.

შეხვედრა უხვ ქულიანი და სანახაობრივი გამოდგა.

მატჩის პირველი მეოთხედი 26:11 დასრულდა დენვერის სასარგებლოდ.

მეორე მეოთხედში მემფის გრიზლის კალადბურთელები გამოფხიძლდნენ და 24:28 დაამარცხეს მეტოქე.

საბოლოოდ პირველი ტაიმი 50:39 დასრულდა დენვერ ნაგეტსის სასარგებლოდ.

მესამე მეოთხედში დენვერ ნაგეტსმა 32:29 იმარჯვა და მატჩის მოგებისგენ საკმაოდ დიდი ნაბიჯი გადადგა რადგან მეოთხე მეოთხედის სტარტზე სხვაობა 14 ქულა გახდა.

შეხვედრის მეოთხე მეოთხედში ყველაზე მეტი ქულა ჩავარდა ჯამში 79 ქულა. მეოთხე მეოთხედი 37:42 დასრულდა მემფის გრიზლის სასარგებლოდ.

საბოლოოდ შეხვედრა 119:110 დასრულდა დენვერ ნაგეტსის გამარჯვებით.

მატჩის MVP კი დენვერ ნაგეტსის ცენტრი ნიკოლა ჯოკიჩი გახდა რომელმაც სამმაგი  დუბლი მიითვალა 31 ქულა,10 მოხსნა, 10 პასი და 1 ჩაჭრა.

დატოვე კომენტარი

გთხოვთ შეიყვანოთ თქვენი კომენტარი!
შეიყვანეთ თქვენი სახელი აქ