ლეგენდარული ფეხბურთელი შოთა არველაძე დიდი ალბათობით, საქართველოს ნაკრებს არ ჩაიბარებს.

როგორც იცით, “ჯვაროსნების” მწვრთნელად მისი დანიშვნა ადრეც სურდათ, თუმცა უარი განაცხადა.

“რაც არ უნდა კარგად ითამაშო, რაც არ უნდა კარგი გოლი გაიტანო… გახსოვთ ალბათ, რომ ნოდარ ახალკაცს ლანძღავდა მთელი საქართველო, სანამ არ მოკვდა.

ჩივაძეს და ყიფიანს იმდენი ბოთლი ესროლეს ინგლისთან სახლში 0:2, რომ წავაგეთ… ეგენი რომ მახსენდება ნაკრების მწვრთნელობა არ მინდა”, – თქვა არველაძემ.

 

მაშინ შოთიმ აღნიშნა, რომ როდისმე ალბათ ეროვნულ ნაკრებს ჩაიბარებდა, მაგრამ ეს ჯერჯერობით არ მოხდება. როგორც ჩვენთვის ხდება ცნობილი, ის საქართველოს ნაკრების მწვრთნელის პოსტის დაკავებას ამჯერადაც არ აპირებს.

 

დატოვე კომენტარი

გთხოვთ შეიყვანოთ თქვენი კომენტარი!
შეიყვანეთ თქვენი სახელი აქ