დაძაბულობა პიკს აღწევს. საქართველოს ეროვნული ნაკრებისა და ჩრდილოეთ მაკედონიის ისტორიულ დაპირისპირებამდე.

ევროპის ჩემპიონატის პლეიოფის ფინალში გამარჯვებული გუნდი, კონტინენტის მთავარ საფეხბურთო ფორუმზე მონაწილეობას მიიღებს.

შეხვედრის წინ, დღევანდელ მთავრობის სხდომაზე კომენტარი გააკეთა საქართველოს პრემიერმინისტრმა გიორგი გახარიამ.

”მოგეხსენებათ, ჩვენს დღეს სპორტულ ცხოვრებაში მნიშვნელოვანი ღონისძიება გვაქვს. სამწუხაროდ, ეპიდემიამ რამდენიმე ჩვენი აქტიური და ლიდერი მოთამაშე [ხვიჩა კვარაცხელია და ლევან შენგელია] გამოთიშა ასპარეზობას. სამწუხაროდ, ჩვენ ვერ ვახერხებთ, მხარი დავუჭიროთ ჩვენს მოთამაშეებს. მიუხედავად ამისა, დარწმუნებული ვარ, ჩვენ ყველანი ვართ მათთან ერთად, ეს იქნება საქართველოს გამარჯვება. მინდა, დარწმუნება გამოვთქვა, რომ დღეს ყველანი ვიზეიმებთ ამ გამარჯვებას”, – განაცხადა გიორგი გახარიამ.

მატჩის საქარტველოსა და მაკედონიას შორის 21:00-ზე დაიწყება.

დატოვე კომენტარი

გთხოვთ შეიყვანოთ თქვენი კომენტარი!
შეიყვანეთ თქვენი სახელი აქ