თორნიკე ოქრიაშვილმა Crystalsport.ge-სთან ინტერვიუში პროფესიულ ფეხბურთში თავის პირველ ნაბიჯებზე ისაუბრა და ასევე პირველი ხელფასის ისტორიაც გაიხსნა.

”ოლიმპიკში” მამუკა ფანცულაიასთან ვთამაშობდი, როგორც მახსოვს ჭაბუკთა ლიგის შეხვედრაში 3 გოლი შევაგდე, მატჩის შემდეგ ჩემთან ლერი გაბისკირია მოვიდა, მეგრული აქცენტით მესაუბრა, არც დავფიქრებულვარ ისე ლამაზად მელაპარაკა ”გაგრაზე”. ყველაფერი დეტალურად არ მახსოვს, მას შემდეგ დიდი დრო გავიდა, თუმცა კარგად მახსოვს მასთან პირველი შეხვედრა, ლერი იყო ინიციატორი, რომ ამ კლუბში მეთამაშა. მადლობა მას ამისთვის”.

”პირველი დღე ”გაგრაში” ნამდვილად არ მახსოვს, მაგრამ მახსოვს პირველი ხელფასი. მართლა ყველაზე ბედნიერი ვიყავი. იმ მომენტში კლუბთან კონტრაქტი გაფორმებული არ მქონდა, გუნდთან ერთად ვვარჯიშობდი. ჩემს გარდა ყველას კონტრაქტი ჰქონდა, თუმცა გენერალურმა დირექტორმა გოდერძი ჩიხრაძემ დამიძახა და 50 ლარი მომცა, ეს იყო ჩემი პირველი ხელფასი, ჩემს ბედნიერებას საზღვარი არ ჰქონდა, ყველა ძმაკაცი რესტორანში დავპატიჟე”.

დატოვე კომენტარი

გთხოვთ შეიყვანოთ თქვენი კომენტარი!
შეიყვანეთ თქვენი სახელი აქ