• კვი. აგვ 1st, 2021

“ვარჯიშზე მივდიოდი, გზაში კი დაახლოებით 50 წლის კაცი გადამეკიდა, არ მეშვებოდა…” – რა გაუკეთა ლიანა ჯოჯუამ მამაკაცს, რომელიც მას აწუხებდა

გთავაზობთ ამონარიდს ლიანა ჯოჯუას ერთ-ერთი ინტერვიუდან :

 

“იყო შემთხვევა, როდესაც ვარჯიშზე ავტობუსით მივდიოდი, გზაში კი დაახლოებით 50 წლის კაცი გადამეკიდა და სრულიად უმიზეზოდ შარი მომდო. მივხვდი რომ ჩემს მიმართ ნეგატიურად იყო განწყობილი და მიუხედავად იმისა, რომ შეურაცხყოფა მომაყენა, გავერიდე. გაჩერებაზე ჩამომყვა, არ მომეშვა, ჩემი კავკასიური გარეგნობა ახსენა და კიდევ ერთხელ მომაყენა შეურაცხყოფა. აქ უკვე ვეღარ მოვითმინე და ვცემე. ბევრი მოხვდა, თუმცა ადგომა შეძლო და გაიქცა. გავეკიდე, თუმცა შემდეგ შევეშვი. ასე რომ, სპორტი პირად ცხოვრებაშიც გამომადგა”

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.