ხშირად ხარ ქართულ ნაციონალურ სამოსში და ყოველთვის ხაზგასმით ამბობ, რომ ქართველი მებრძოლი ხარ. რამდენად მნიშვნელოვანია ეს ფაქტორი შენთვის?

დოლიძე: მიუხედავად იმისა, რომ ბოლო წლებში უკრაინაში ვარ და აქაურები ხშირად მეძახიან უკრაინელ ქართველს, ჩემი პასუხი ერთადერთია: მე ვარ საქართველოში დაბადებული და გაზრდილი ქართველი და შესაბამისად, ყველგან და ყოველთვის საქართველოს სახელით ვასპარეზობ. მართალია, ჩემს მიმართ საქართველოში ინტერესი მცირეა და თავის დროზე, საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროშიც ცივად მიმიღეს, მაგრამ მე არა პოლიტიკოსებისთვის, არამედ ჩემი ქვეყნისთვის ვიბრძვი და შესაბამისად, საქართველოზე გული არასდროს ამიცრუვდება. რა თქმა უნდა, მე მხოლოდ საქართველოს სახელით ვასპარეზობ!

დატოვე კომენტარი

გთხოვთ შეიყვანოთ თქვენი კომენტარი!
შეიყვანეთ თქვენი სახელი აქ