რა ასაკში დაიწყეთ სპორტული კარიერა და რა იყო თქვენი ბავშობის ოცნება იყო გამხდარიყავით ძიუდოისტი.

11 წლის ვიყავი ძიუდოზე რომ შევედი სურვილი მქონდა 9 წლის ასაკიდან ამ სპორტზე მევლო მაგრამ ოჯახური მდგომარეობის და კიდევ სხვა წვრილმანების გამო სასურველ დროს ვერ დავიწყე ვარჯიში,ამ სპორტზე სიარულისკენ ჩემმა გარდაცვლილმა დამ მიბიძგა,ის ვარჯიშობდა და მეც გამიჩდა სურვილი მევარჯისა.ის რომ გარდაიცვალა უკვე გადავწყვიტე არცერთი წუთი არდამეკარგა და მალევე დავიწყე ვარჯიში მონდომებით ვარჯიშობ დღემდე და სამომავლოდ დიდი მიზნები მაქვს.

მისაბაძი ქართველი ძიუდოისტი თუ გყავთ და რატომ არის ის თქვენთვის გამორჩეული?

კი მყავს ლუხუმ ჩხვიმიანი ვარჯიში დაიწყო ზუგდითში,მისაბაძი იმიტომაა რომ პირველ რიგშიჩემი დარბაზელი გახლავთ და კიდევ იმიტომ რომ ძაან თავდაბალი სპორცმენია,ძალიან დიდი ნებისყოფა სჭირდება ადამიანს მითუმეტეს რომ რაც ლუხუმმა გაიარა ტოკიოს მსოფლიომდე იგივე გაიარო ისე რომ მოტმინება არ დაკარგო და არ შეეშვა ამ სპორტს ძალიან რთულია.

გაიხსენეთ შეხვედრა რომელიც არასდროს დაგავიწყდება.

ჩემთვის ყველა შეხვედრა დასამახსოვრებელიარადგან იქ დაშვებულ შეცდომებზე ვსწავლობ უკეთესად და უფრო დახვეწილ ჭიდაობას.

როგორც ვიცით საქართველოს შიდა ჩემპიონატში გამოსულხართ და როგორი გრძნობაა ეს ყველაფერი?

როცა საჭიდაოთ მივდივართ ჩემი მწვრთნელი მეუბნება დღეს ვიგებთიეს მოტივაციას მაძლევს,როცა საჭიდაოთ გავდივარ პირველ რიგში ვფიქრობ იმაზე რომ აქ გუნდი და მწვრთნელი ელოდება ჩემ წარმატებას,ერთდროულად ბევრ რამეზე ვფიქრობ ჭიდაობის დაწყებამდე და როცა გავდივარვმბობ რომ თანასწორები ვართ და საუკეთესო გაიმარჯვებს.დღემდე ამ წინადადებით მოვიგე ბევრი შეჯიბრი, მქონდა რამდენიმე მარცხიც რათქმაუნდა რადგან შიდა ჩემპიონატებიდან და კსევ ქართველთან მიწევს დაჭიდებარაიმე განსაკუთრებული ჟესტით არა ავღნიშნავ მოგებას,მარცხითაც და გამარჯვებითაც ერთნაირად ვეგებები თამაშს.

როგორ ხვდება საზოგადოება იმ ფაქტს რომ ხართ ქალი ძიუდოისტი.

არის ძირითადათ ქალბატონებისაგან კომპლიმენტები და მშობლების გაკიცხვაც რომ გოგოს სპორტზე რა უნდა და მსგავსი სხვა მაგრამ უმფროსი მამმაკაცებისგან ბევრი მოწონება დამიმსახურებია ხოლმე იმისგამო რომ ვცდილობ საქართველოს დროშის აფრიალებას და ქართული ჰიმნის აჟღერებას.ყოველ შემთხვევაში ზოგად უმეტესობაში ესფაქტი გაკვირვებს შემდეგ კი ცნობისმოყვარეონას იწვევს თუ რატომ მაინცდამაინც ძიუდო,და ეს მომწონს კიდეც რადგან მსგავსი გამოკითხვებით ხალხი ოდნავ მაინც იქნება ინფორმირებული ქალთა ძოუდოთინ და ზოგადათ ძიუდოთინ.

რაიმე პრობლემას ხომ არ გიქმნით ძიუდოისტობა პირად ცხოვრებაში?

არანაირს რადგან ჩემი პირადი ცხოვრბას ძიუდო ქმნის მთლიანად ამსპორტზე ვარ გადართულო და ყველაფერი მასთან არის დაკავშირებული.

უღრმესი მადლობა ინტერვიუსათვის და რას უსუვრებდით დამწყებ ქალ სპორცმენებს.

ვუსუვრებდი რომ ყველას მიეგწიოს სასურველი მიზნისთვის და გაეხარებინოს გუნდი მწვრთნელი და მთელი საქართველო.

დატოვე კომენტარი

გთხოვთ შეიყვანოთ თქვენი კომენტარი!
შეიყვანეთ თქვენი სახელი აქ